ქართულ-გერმანული კომპანია „Aspria Fitness“, აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში;
ძირითადი მოვალეობები:
უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
პუნქტუალურობა;
სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
სასიამოვნო გარეგნობის გოგონა;
სასურველია არამწეველი.
მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები;
ანაზღაურება შეთანხმებით
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაო საათები: 09:00 – 16:00 დილის ცვლა; 16:00 – 23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე). ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.
დამატებითი პირობები: ტრენინგი – 2 კვირა. შემდგომი გამოსაცდელი ვადა – 1 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე : [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 თებერვალი.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ნაშთების კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის რეპორტთან შედარება, რაოდენობის კონტროლი.
- აბონენტის ჩასართავად განკუთნილი ტექნიკური მონაცემების სკანირება, შესაბამის სამსახურზე გადაცემა.
- ტექნიკური ჯგუფის მიერ შევსებული დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმება/შესწორება.
- დოკუმენტაციაში მოცემული ნაშთების საბუღალტრო ფაილში ასახვა.
- დოკუმენტაციის სკანირება/ციფრულ არქივში განთავსება.
- გამოვლენილი ზედმეტობა/დანაკლისის ინფორმაციის ჯგუფის უფროსისათვის წარდგენა.
- დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტით მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემა.
- გადამოწმების დასრულებისთანავე დამუშავებული დოკუმენტაციის შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტით სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებისთვის გადაცემა.
- სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებიდან დაბრუნებული ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტების კონტროლი და არქივში განთავსება.
- სახარჯი მასალების აღრიცხვისა და რეპორტინგის განყოფილებიდან დაბრუნებული
- ხელმოუწერელი დოკუმენტაციის პაკეტის შემთხვევაში, გადამოწმება, შეცდომის აღმოჩენა, ანალიზი, შეცდომის ჩასწორება და დოკუმენტაციის უკან დაბრუნება.
- ტექნიკური ჯგუფების გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება ჯგუფის უფროსთან ერთად.
სხვადასხვა ტიპის შიდა დოკუმენტაციის გადაადგილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და ახალკურსდამთავრებული;
- Ms Office პროგრამების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2019 წლის 26 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 17:00-დან 09:00-მდე
ანაზღაურება: 250 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
- აფთიაქის შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვა
- აფთიაქში არსებული პროდუქციის დაცვა/კონტროლი
- მომხმარებლებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების გაწევა
ძირითადი მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება / სტუდენტი
- მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიული, ორგანიზებული;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს გუნდურ და კოლეგიალურ გარემოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ველში Subjact მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 იანვარი.