6 ყველაზე ლამაზი წიგნის მაღაზია მსოფლიოში

ლიტერატურული გვერდი

წიგნები ბერვ ადამიანს უყვარს, რადგანაც მათი გადაშლით ერთბაშად სხვა სამყაროში ვინაცვლებთ. წიგნების საყიდლებიც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა. წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე, ყველაზე შთამბეჭდავ მაღაზიას, სადაც სეირნობა არასდროს მოგბეზრდებათ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

Boekhandel Dominicanen – მაასტრიხი, ჰოლანდია – წიგნის მაღაზია უნიკალურ, 700წლოვან ეკლესიაშია განთავსებული.

Shakespeare and Company – პარიზი, საფრანგეთი – მსოფლიოს ყველაზე ისტორიული მაღაზია ინგლისური ლიტერატურის მოყვარულთათვის სამოთხეა.

Livraria Lello – პორტო, პორტუგალია – ამბობენ, რომ როულინგმა “ჰარი პოტერის” წერისას ამ მაღაზიისგან მიიღო შთაგონება.

Book and Bed – ტოკიო, იაპონია – ჰოსტელის ტიპის წიგნის მაღაზია, სადაც წიგნის თაროებს შორის ძილი შეგიძლიათ.

El Ateneo Grand Splendid – ბუენოს-აირესი, არგენტინა – ოპერის თეატრი წიგნის მაღაზიად გადაკეთდა და ეფექტი გაოგნებულს დაგტოვებთ.

El Pendulo – მეხიკო, მექსიკა – საოცარი ადგილი კიდევ უფრო საოცარი თაროებით.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები