2018-19 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განრიგი სტუდენტებისთვის

თავისუფალი დრო

ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. სტუდენტთა ინტერესის გათვალისწინებით, STUDINFO.GE-მ შეაგროვა ინფორმაცია, როდის იწყება ზამთრის არდადეგები საქართველოს უნივერსიტეტებში. გთავაზობთ 2018-2019 წლის სასწავლო წლის ზამთრის არდადეგებისა და გამოცდების განრიგს უნივერსიტეტების მიხედვით:

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 29 დეკემბერს სრულდება და საშობაო არდადეგები 8 იანვრამდე გასტანს. გამოცდები 9 იანვრიდან 2 თებერვლამდე ჩატარდება, გადაბარებებისთვის კი 11 – 18 თებერვალია ჩანიშნული. შემდეგ კი, თსუ-ის სტუდენტებს 19 თებერვლიდან 3 მარტამდე კვლავ არდადეგები აქვთ.

რაც შეეხება მაგისტრატურის სტუდენტებს, მათ მეცადინეობები 12 იანვრამდე გაუგრძელდებათ, საახალწლოდ კი 30 დეკემბრიდან 6 იანვრამდე შეისვენებენ. საგამოცდო პერიოდისთვის 5 იანვარი – 6 თებერვალია გამოყოფილი. დამატებითი გამოცდები  13 – 21 თებერვალს ჩატარდება. მაგისტრანტებისთვის ზამთრის არდადეგები 22 თებერვლიდან 3 მარტამდე გაგრძელდება.

სტუდენტებისთვის გაზაფხულზე სააუდიტორიო მეცადინეობები 4 მარტს დაიწყება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სალექციო პერიოდი 21 იანვრამდე გრძელდება. საახალწლო არდადეგები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლითაა. გამოცდები კი 22-იანვრიდან 18-თებერვლამდეა ჩანიშნული.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის სემესტრი 2 იანვარს სრულდება. საშობაო არდადეგები მათაც 25-დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით აქვთ. გამოცდები კი 28 იანვრიდან 23 თებერვლამდე ჩატარდება.

საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის საგაზაფხულო სალექციო მეცადინეობები 4 მარტს დაიწყება, ხოლო სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის – 11 მარტს.

თავისუფალი უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სემესტრი 30 დეკემბერს მთავრდება და გამოცდები 8-27 იანვრის პერიოდში ჩაუტარდებათ. პირველკურსელებს გამოცდების განრიგიც და ზამთრის არდადეგებიც განსხვავებულად აქვთ. ისინი ძირითად გამოცდებს 28-იანვრიდან 17-თებერვლამდე ჩააბარებენ, ხოლო მათი არდადეგები 18 თებერვლიდან 3-მარტამდე გასტანს.

FREEUNI-ის მაგისტრანტებისთვის სემესტრი 30 დეკემბერს სრულდება. გამოცდებისთვის 4-17 თებერვალია ჩანიშნული. არდადეგები კი 18 თებერვლიდან 3-მარტამდე გასტანს.

აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სემესტრი 30 დეკემბერს დასრულდება და საშობაო არდადეგები 7 იანვრამდე გასტანს.

პირველკურსელებს გამოცდები 28 იანვრიდან 24-თებერვლამდე ჩაუტარდებათ. მათთვის ზამთრის არდადეგები 25 თებერვლიდან 10-მარტამდე გასტანს.

მაღალკურსელი ბაკალავრების გამოცდები 7 იანვრიდან 3-თებერვლამდე გაგრძელდება. მათ ზამთრის არდადეგები 4 თებერვლიდან 24-თებერვლამდე ექნებათ.

მაგისტრატურის სტუდენტებს გამოცდები 21 იანვრიდან 30-თებერვლამდე ექნებათ. მათი არდადეგებისთვის 11-24 თებერვალია გამოყოფილი.

კავკასიის უნივერსიტეტში არდადეგები 25 დეკემბრიდან 7-იანვრამდე გაგრძელდება. მაღალკურსელებს გამოცდები 9-26 იანვარს, დამატებითი გამოცდები 23-31 იანვარს ჩაუტარდებათ. პირველკურსელებისთვის კი დასკვნითი გამოცდები 15 იანვარს დაიწყება და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. გადაბარებების პერიოდი 4-9 თებერვალს მოიცავს.

ზამთრის არდადეგები მაღალკურსელებისთვის 31-იანვრიდან 10-თებერვლამდე გასტანს. პირველკურსელებს კი არდადეგები 10-დან 17-თებერვლამდე ექნებათ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (BTU) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველკურსელებისთვის სასწავლო პროცესი 12 იანვარს სრულდება, საშობაო არდადეგები  31-7 იანვარს ექნებათ, გამოცდები კი 14 იანვრიდან 16-თებერვლამდე ჩატარდება. მეორე კურსის მაგისტრანტებისთვის და მაღალკურსელი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სემესტრი 21 დეკემბერს სრულდება. საშობაო არდადეგები მათაც 31 დეკემბრიდან 7-იანვრამდე აქვთ. გამოცდებისთვის კი 24 დეკემბრიდან 2-თებერვლამდე პერიოდია გამოყოფილი.

ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) სააუდიტორიო მეცადინეობები 29 დეკემბერს დასრულდება. გამოცდების ჩატარებისა და არდადეგების განრიგი კი ასე გამოიყურება:

  • ძირითადი და დამატებითი გამოცდები ჩატარება და შეფასება: 2019 წლის 8 იანვარი – 2 თებერვალი.

აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის დოქტორანტურის დამამთავრებელი სემესტრის ვადები:

  • სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა: 2018 წლის 10-ნოემბრამდე
  • სადისერტაციო ნაშრომის დაცვა: 2 თებერვლის ჩათვლით
  • საახალწლო – საშობაო არდადეგები: 2018 წლის 31 დეკემბერი – 2019 წლის 7 იანვარი
  • სემესტრებს შორის არდადეგები: 2019 წლის 4 -15 თებერვალი.

მეორე (მაგისტრატურა) საფეხურების სტუდენტებისათვის:

  • ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია: 2018 წლის 27 აგვისტო – 21 სექტემბერი
  • სააუდიტორიო მეცადინეობა: 2018 წლის 24 სექტემბერი – 12 იანვარი
  • შუალედური გამოცდები: 2018 წლის 12 – 24 ნოემბერი
  • ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება: 2019 წლის 14 იანვარი – 9 თებერვალი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი საახალწლოდ 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებს.

ძირითად გამოცდებს ქართულენოვან ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები 24-29 დეკემბერს და 8-20 იანვარს ჩააბარებენ. სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მყოფი სტუდენტებისთვის კი ძირითადი გამოცდები 14-იანვრიდან დაიწყება და 2-თებერვლის ჩათვლით გასტანს.

ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტები გაზაფხულის სემესტრს 25 თებერვლიდან დაიწყებენ. ხოლო სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მყოფ სტუდენტებს სწავლა 18 მარტს განუახლდებათ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU):

  • სემესტრის დასასრული- 29 დეკემბერი
  • საახალწლო არდადეგები – 30 დეკემბერი – 13 იანვარი
  • კონსულტაციის კვირა და ფინალური გამოცდები 14 იანვარი – 2 თებერვალი.
  • გაზაფხულის სემესტრის დასაწყისი – 4 თებერვალი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 12 იანვრამდე გასტანს. საშობაო არდადეგები ყველა სტუდენტისთვის 31 დეკემბრიდან 5 იანვრამდე გასტანს. ძირითადი გამოცდებისთვის კი 14 იანვარი – 2 თებერვალია განკუთვნილი, დამატებითი გამოცდები 4-16 თებერვალს ჩატარდება. ზამთრის არდადეგები იქნება შემდეგ პერიოდში: 18 თებერვალი – 2 მარტი. სააუდიტორიო მეცადინეობებს სტუდენტები 4-მარტიდან დაიწყებენ.

რაც შეეხება მაგისტრატურა/დოქტორანტურის სტუდენტებს, მათ სასემინარო პერიოდი 19 იანვარს უმთავრდებათ. ძირითადი გამოცდები 21-იანვრიდან  9-თებერვლამდე გასტანს. ზამთრის არდადეგები სტუდენტებისთვის 25 თებერვალს დაიწყება და 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისთვის საგაზაფხულო სესიები 4 მარტს განახლდება.

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში სემესტრი 10 თებერვალს სრულდება. დასკვნითი გამოცდები 14-27 იანვარს, ხოლო დამატებითი გამოცდები 28 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. საახალწლო არდადეგები კი 31-დეკემბრიდან 7-იანვრის ჩათვლითაა გათვალისწინებული. გამოცდების დასრულების შემდეგ სტუდენტები დაისვენებენ და საგაზაფხულო სესიებს 4 მარტს განაახლებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) სწავლა ოფიციალურად 14 დეკემბერს მთავრდება და შემდეგი ორი კვირა, 15-30 დეკემბერი გამოცდებს ეთმობა. არდადეგები კი 4  თებერვლამდე გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან – 7 იანვრამდე გასტანს, რის შემდეგაც სააუდიტორიო მეცადინეობებს სასწავლებელი 2 თებერვლამდე უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს. სტუდენტებს დოკუმენტური მასალის ჩაბარება 4-9 თებერვალს მოუწევთ, დასკვნითი გამოცდები კი 11-23 თებერვალს ჩატარდება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური მეცადინეობები სამივე საფეხურის  სტუდენტებისთვის 12 იანვრამდე გაგრძელდება. საშობაო არდადეგები 1-7 იანვრის ჩათვლით გასტანს, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შემდეგ პერიოდში ჩატარადება: 17 იანვარი – 7 თებერვალი, 13-23 თებერვალი.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სემესტრი 25 იანვარს სრულდება. საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლითაა. ბაკალავრებს გამოცდები კი 28 იანვრიდან 15-თებერვლამდე ჩაუტარდებათ. ზამთრის არდადეგები სტუდენტებს 4 მარტამდე გაუგრძელდებათ, 4-ში კი სააუდიტორიო მეცადინეობები დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 2 მარტს დასრულდება. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის XII სემესტრი კი 23 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საგამოცდო სესია 9 იანვრიდან 23-თებერვლამდე გასტანს. საგაზაფხულო სესიები კი 4 მარტს დაიწყება.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სწავლების პირველი კურსის სტუდენტებისთვის სწავლა 24 თებერვალს სრულდება, ამავე საფეხურის უცხოელი სტუდენტებისთვის კი 1-ლ მარტს.

ბაკალავრიატის მე-2 -მე-4 კურსის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მეორე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 მე-3 წლის სტუდენტები სწავლას 17 თებერვალს დაასრულებენ.

ფინალური გამოცდები 28 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.  უცხოელმა სტუდენტებმა კი ფინალურები 18 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით უნდა ჩააბარონ.

მაღალკურსელებისთვის დასკვნითი გამოცდები 21 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლითაა ჩანიშნული.

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდები 11 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული  უნივერსიტეტში (SEU):

  • სწავლა სრულდება – 2019 წლის 19 იანვარს.
  • საშობაო-საახალწლო არდადეგები იქნება 1-ლი იანვრიდან 7 იანვარის ჩათვლით;
  • დასკვნითი გამოცდების პერიოდი – 2019 წლის 21 იანვარი – 9  თებერვალი;
  • განმეორებითი გამოცდების პერიოდი – 2019 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
  • მეორე სემესტრი 25 თებერვალს დაიწყება.

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სალექციო მეცადინეობები 29 დეკემბრამდე გასტანს. არდადეგებისა და გამოცდების განრიგი ასე გამოიყურება:

  • საშობაო არდადეგები – 31 დეკემბერი – 7 იანვარი
  • საგამოცდო სესია – 8 იანვარი – 2 თებერვალი
  • დამატებითი გამოცდები – 4-9 თებერვალი
  • არდადეგები – 11-17 თებერვალი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყება – 18 თებერვალი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მეცადინეობებს 29 დეკემბერს ასრულებს. საახალწლოდ სტუდენტები 3 იანვრამდე დაისვენებენ. 3-დან 31 იანვრის ჩათვლით კი საგამოცდო პერიოდი ექნებათ. გამოცდების შემდეგ სტუდენტები 12 თებერვლამდე დაისვენებენ, 12-ში კი მეცადინეობები განუახლდებათ.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში არდადეგები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სემესტრი კი 25 იანვარს სრულდება და გამოცდები 28-იანვრიდან 23-თებერვლამდე ჩატარდება. გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობა 25 თებერვალს დაიწყება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში უქმე დღეები 31-დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გრძელდება. გამოცდებს 8-28 იანვარი დაეთმობა. 30-იანვრიდან 8-თებერვლამდე კი დამატებითი გამოცდებია ჩანიშნული. არდადეგებისთვის 11-15 თებერვალია გამოყოფილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 31-დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გასტანს. საგამოცდო პერიოდი კი 21-იანვრიდან 24-თებერვლამდე გაგრძელდება.

ქუთაისი უნივერსიტეტში ბაკალავრებისთვის საშემოდგომო სემესტრი სრულდება 2019 წლის 10 თებერვალს, ხოლო ზამთრის არდადეგები ჩანიშნულია 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

დასკვნითი გამოცდებისთვის გამოყოფილია შემდეგი კვირები: 2019 წლის 14 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით; დამატებითი გამოცდებისთვის კი გამოყოფილია 2019 წლის 28 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.

საშემოდგომო სემესტრი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 28 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით; დამატებითი გამოცდებისთვის გამოყოფილია შემდეგი კვირები: 2019 წლის 11 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.

სასწავლო პროცესი ყველა სტუდენტისთვის განახლდება 18 თებერვალს.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციასა და მათს ვებ-გვერდებზე განთავსებული აკადემიური კალენდრების მიხედვით. 
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები