YouTube-მა 2018 წლის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ვიდეოები დაასახელა. რეიტინგი ვიდეოპლატფორმამ სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. 2018 წლის ყველაზე რეიტინგული ვიდეორგოლები, გაზიარების, მოწონებებისა და ნახვების საფუძველზე დასახელდა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
პირველი ადგილი დაიკავა კარდაშიანების ოჯახის წევრის, კაილი ჯენერის ბავშვის დაბადების შესახებ ვიდეომ, რომელმაც 78 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მეორე და მესამე პოზიციები ვლოგერის ჭკვიანურმა ხრიკებმა და ცნობილი „იუთუბერების“ სასიყვარულო ინტრიგებმა გაინაწილეს.
მეოთხე ადგილზე თითქმის 60 მილიონი ნახვით სუპერმარკეტში მომღერალი ბიჭი გავიდა.
მე-5 პოზიციაზე კი ცნობილი კითხვა: Yanny თუ Laurel? არის, რომელზე პასუხის გაცემასაც მსოფლიო შეეცადა.