ვაკანსია სტუდენტებისთვის STUDINFO.GE-ზე!

დასაქმება

სტუდენტური ვებ-გვერდი STUDINFO.GE აცხადებს ანაზღაურებად ვაკანსიას კორესპონდენტის პოზიციაზე.  STUDINFO.GE ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც მოამზადებენ საინტერესო და სახალისო ფოტომასალებსა და პუბლიკაციებს.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • კრეატიულობა;
  • წერის კულტურა;
  • პუნქტუალურობა.

მოვალეობები:

  • ფოტორეპორტაჟის მომზადება (საკუთარი რესურსით);
  • სტუდენტებთან დაკავშირებულ თემებზე მასალების მომზადება;

სამუშაო დრო: არასრული/შეთავსებით
ანაზღაურება: გამომუშავებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, ასევე გამოაგზავნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტომასალა და ერთი სტატია/რეპორტაჟი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.dashniani@aris.ge. გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგ.: “ვაკანსია კორესპონდენტის პოზიციაზე”.

გაითვალისწინეთ, რომ CV ფოტომასალისა და სტატიის/რეპორტაჟის გარეშე არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.

წარმატებებს გისურვებთ!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები