სტუდენტური ვებ-გვერდი STUDINFO.GE აცხადებს ანაზღაურებად ვაკანსიას კორესპონდენტის პოზიციაზე. STUDINFO.GE ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც მოამზადებენ საინტერესო და სახალისო ფოტომასალებსა და პუბლიკაციებს.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიულობა;
- წერის კულტურა;
- პუნქტუალურობა.
მოვალეობები:
- ფოტორეპორტაჟის მომზადება (საკუთარი რესურსით);
- სტუდენტებთან დაკავშირებულ თემებზე მასალების მომზადება;
სამუშაო დრო: არასრული/შეთავსებით
ანაზღაურება: გამომუშავებით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, ასევე გამოაგზავნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტომასალა და ერთი სტატია/რეპორტაჟი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგ.: “ვაკანსია კორესპონდენტის პოზიციაზე”.
გაითვალისწინეთ, რომ CV ფოტომასალისა და სტატიის/რეპორტაჟის გარეშე არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.
წარმატებებს გისურვებთ!