სტუდენტებისთვის 3 000-ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებელი აშენდება

საინტერესო ფაქტები

თბილისში 3 000 სტუდენტისთვის სტუდენტური ქალაქი აშენდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

მინისტრის თქმით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

„პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24-საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები“, – აცხადებს მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 3 000-ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლით არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებიც ისარგებლებენ.

შეგახსნებთ, რომ თბილისში სტუდენტებისთვის 3 000-ადგილიანი საცხოვრებლის აშენება ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში ყოფილმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დაანონსა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები