10 ფილმი, რომლებიც განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს დააინტერესებთ

თავისუფალი დრო

ყველა ფილმი კონკრეტულ მაყურებელსა და გემოვნებასაა მორგებული. კინომოყვარულების საყვარელ ფილმებს შორის შესაძლოა ეს ჩამონათვალი არ მოხვდეს, თუმცა ინტელექტუალებს ის აუცილებლად დააინტერესებს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მოსამართლე/The Judge – წარმატებული მოსამართლის ისტორია, რომელიც მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე მიდის და იგებს, რომ მკვლელი, შესაძლოა, მამამისია, რომელიც ასევე ქალაქის მოსამართლის პოზიციას იკავებს.  მოსამართლე ქალაქში რჩება, რათა სიმართლეს ფარდა ახადოს.

იმიტაციის თამაში/The Imitation Game – ეს არის ბრიტანელი მათემატიკოსის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო შიფრის გამოცნობას ცდილობს. მან ისეთ გონებრივ შესაძლებლობებს მიაღწია, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია.

გოგონა მატარებელში/The Girl on the Train – მატარებლამდე მისასვლელად რეიჩელს ყოველდღიურად კოტეჯის გავლა უწევს, თუმცა ერთ დღეს ეს იდილია დაირღვევა, როცა ის შეყვარებული წყვილის წამების მომსწრე გახდება. რეიჩელი ერთდადერთია, ვინც ამ ფაქტს შეესწრო.

კინგსმენი: საიდუმლო სამსახური/Kingsman: The Secret Service – ეგსი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ძალიან მაღალი IQ და მეზღვაურად მუშაობის გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამ უნარებისა, ის კრიმინალი ხდება.

საუკეთესო შეთავაზება/La Migliora Offerta – ვირჯილ ოლდმენი აუქციონის სახლის მენეჯერია. ერთ დღეს, მას საიდუმლოებით მოცული ქალი ოჯახის საკუთრებაში არსებული ანტიკვარული ნივთების გაყიდვას სთხოვს. ამ ნივთებში ოლდმენი აღმოაჩენს ნაწილებს, რომლებსაც არამხოლოდ ანტიკვარული ღირებულება გააჩნია.

დიდი აფიორა/The Big Short – ფილმი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული და 2008 წლის კრიზისის დროს უოლ სრითზე მიმდინარე პროცესებს აღწერს. ადამიანები, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებენ, საბოლოოდ ფულის შოვნის გზებს მიაგნებენ.

ამერიკული აფიორა/American Hustle – ეს 1980-იანი წლების ისტორიაა, რომელიც FBI-ს ოპერაციის შესახებ მოგვითხრობს. მისი მიზანი მოპარული ნივთების საქმის გამოძიებაა, რის შედეგადაც დიდ კორუფციულ გარიგებებს მიაკვლევენ.

ჯოჯოხეთი/Inferno – პროფესორი რობერტ ლენგდონი იტალიაში მდებარე საავადმყოფოში იღვიძებს და მეხსიერება დაკარგული აქვს. საავადმყოფოს ექიმი, სიენა ბრუკსი კი რობერტს წარსულის გახსენებაში ეხმარება და იკვლევს იმ მიზეზებს, რომლებმაც პროფესორს მეხსიერება დააკარგვინა.

ბუღალტერი/The Accountant – კრისტიან ვულფი გენიოსი მათემატიკოსია, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დიდ თანხებს გამოიმუშავებს. როდესაც მის სიახლოვეს ფინანსთა მინისტრი ჩნდება, კრისტიანი კანონმორჩილი კლიენტის ძებნას იწყებს და რობოტების მწარმოებელი კომპანიის აუდიტის სამსახურში პოზიციაზე ინიშნება, თუმცა მისი ძველი საქმიანობა თავს მაინც ახსენებს.

დროის მარყუჟი/Time Lapse – ჯინი, კელი და ჯასპერი მეგობრობენ და ერთად ცხოვრობენ. ისინი ნათელ მომავალზე ოცნებობენ. ერთ დღესაც კი უცნაურ მოწყობილობას აღმოაჩენენ, რომელიც იღებს ფოტოებს და აჩვენებს, ხვალ რა მოხდება. მათი ოცნებები ნელ-ნელა სრულდება, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურდათ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები