აღაზიათა ქსელი SALAMANDER აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კონცეფციის შემუშავება.
ვებ გვერდისა და სოციალური მედიის მართვა. (ყოველდღიურ რეჟიმში)
მარკეტინგული აქტივობის ანალიზი და რეპორტინგი.
სარეკლამო მასალის დიზაინების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
Photoshop-ის მაღალ დონეზე ცოდნა / illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დასაქმების პირობები:
1 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.
6 თვიანი განახლებადი შრომითი ხელშეკრულება.
მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] 2018 წლის 15 დეკემბრამდე.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სამედიცინო ცენტრი “ჯანმრთელი ცხოვრება” აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში / დიპლომირებული მედიკოსი ან სამედიცინო კურსის დამამთავრებელი სტუდენტი.
ძირითადი მოვალეობები: პაციენტების რეგისტრაცია შიდა სამედიცინო პროგრამაში.
დამატებითი მოთხოვნები:
მედიცინის დარგში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან/და რეგისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
რუსული და ინგლილსური ენების ცოდნა
საოფისე პროგრამების ცოდნა
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2018 წლის 9 დეკემბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
სს “თიბისი დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურება: საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
სხარტი აზროვნების უნარი;
სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 15 დეკემბრის ჩათვლით და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: “სადაზღვევო აგენტი/თბილისი”.