ევროპროდუქტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი; მოლარე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ასაკი: შეუზღუდავი
ანაზღაურება (სტაჟიდან გამომდინარე მზარდი) : გრაფიკის მიხედვით ( კონსულტანტი: 350 – 475 — 550 – 700 / მოლარე: 400 – 600 – 800 )
სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშღომლობის გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე!
პიროვნული თვისებები:
შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სხარტი აზროვნება;
ანალიტიკური აზროვნება;
კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
აუცილებელი მოთხოვნები:
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
- მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
- მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
- გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
- ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
- მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
- ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
- მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
- მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
- მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
- მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე [email protected] და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ნოემბერი.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია “M.G. Logistic” აცხადებს 4-თვიან სტაჟირებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სტაჟირების პირველი თვე არის არა ანაზღაურებადი და სტაჟიორები, რომლებიც გადავლენ შემდგომ ეტაპზე, მათთან გაფორმდება 3-თვიანი კონტრაქტი ანაზღაურებით 400-450 ლარი.
მოთხოვნები:
გოგონა 21-დან 35 მდე;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
სამუშაო მოვალეობები:
- ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
- ადმინისტრაციისათვის დაგეგმილი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად ან პირიქით;
- შემომავალი მეილების შემოწმება, ფილტრაცია და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
- მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატთა შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება, საბოლოო რეკომენდაციის ჩამოყალიბება).
სამუშაო პირობები:
სამუშაო სრულ განაკვეთით 10.00-18.00 საათამდე.
ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 დეკემბერი.
კომპანია „ჯი არ სი“ აცხადებს სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. 14გ
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
საქმიანობის აღწერა:
გაყიდული ტვირთის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა
გადაადგილების საბუთის გამოწერის უზრუნველყოფა
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის კონტროლი
საწყობის ნაშთების მონიტორინგი
სატრანსპორტო კომპანიების მოძიება
ძირითადი მოთხოვნები:
Word, Excel, PowerPoint – ის სრულყოფილი ცოდნა
არითმეტიკის ცოდნა
ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა როგორც ზეპირი ასევე წერილობით კომუნიკაციისთვის.
ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა, ტექნიკური მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სხვა მოთხოვნები:
ანალიტიკური აზროვნება და მათემატიკური უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა
გუნდური მუშაობის უნარი
კარგი კომუნიკაციის უნარი
პუნქტუალური / ორგანიზებული
დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
გასაოცარ სამუშაო ატმოსფეროს – ახალგაზრდა მოტივირებულ კოლეგებთან ერთად.
პროიფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
უფასო პროფესიულ ტრეინინგ-კურსებს;
კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected]. საგანში ,,(subject)” აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სტაჟირება ლოჯისტიკის დეპარტამენტში). განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 დეკემბერი.