ზუგდიდელმა სტუდენტმა მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ-ლექსიკონი შექმნა

მხიარული ინფო

ზუგდიდელმა ბიჭიკო (ჰარი) კოდუამ პირველი მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ონლაინ-ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერუსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

როგორც ბიჭიკო კოდუა აცხადებს, ლექსიკონის შექმნა მიზნად მეგრული ენის პოპულირიზაციას ისახავს. „თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს“, – ამბობს ბიჭიკო.

ამ ეტაპზე ლექსიკონი 120,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. კოდუას თქმით, www.megrulad.ge ჯერ დასრულებული არ არის და დამუშავება სჭირდება.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები