დასავლეთ ბენგალის სამართლის წამყვანმა უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებს ჰარი პოტერის სამყაროზე დაფუძნებული კურსი შესთავაზა. კურსის მთავარი მიზანი გამოგონილ და რეალურ სამყაროს შორის პარალელის გავლებაა. გარდა ამისა, მან სტუდენტების შემოქმედებითი აზროვნება უნდა წაახალისოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კურსის გავლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის რამოდენიმე უნივერსიტეტშიც არის შესაძლებელი.
კურსის სახელწოდებაა ,,ურთიერთკავშირი ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურასა და სამართალს შორის: სპეციალური ფოკუსი როულინგის ჰარი პოტერის სამყაროზე“ და ის 45-საათიან დისკუსიას მოიცავს. მის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური კლასის უფლებების შედარება ხდება. ასევე სახლის ელფების დამონება და მაქციების იზოლირება განიხილება.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროფესორის თქმით, კურსი რომელიც დეკემბერში იწყება, უკვე სრულად არის შევსებული და სტუდენტები დამატებეთი ადგილების შექმნას ითხოვენ. მის ფარგლებში შემდეგ თემებს შეისწავლიან:
- სამართლებრივი ტრადიციები და ინსტიტუტები, მათ შორის თავისუფლება, სამართლებრივი ნორმა მაგიურ საზოგადოებაში და ბიუროკრატია მაგიის სამინისტროში;
- მიუტევებელი წყევლები, სირიუს ბლექის უდანაშაულობა და ტომ რიდლის დევნა;
- გაუტეხავი აღთქმები, სნეიპი და ფენიქსის ორდენი;
- ქვიდიჩი და სპორტის წესები ჰოგვორტში;
აღსანიშნავია, რომ ჰარი პოტერი ინდოეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რამაც უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება განაპირობა.
კურსის ორგანიზატორის თქმით, სამეცნიერო ფანტასტიკა სტუდენტებს ქვეყანაში წარმოქმნილ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში დაეხმარება. მისივე თქმით ეს იყო ექსპერიმენტი სამართლის სტუდენტებისთვის, რათა ისინი ,,კომფორტის ზონიდად გამოსულიყვნენ“.
დიდი ბრიტანეთის დურჰამის უნივერსიტეტი ითვლება პირველ სასწავლო დაწესებულებად, რომელმაც სტუდენტებს მსგავსი კურსი შესთავაზა. მან ნაწარმოები ცრურწმენის, მოქალაქეობისა და ბულინგის თემის განხილვისთვის გამოიყენა.
ამერიკის შეერთებული შტატების ისეთმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა როგორიცაა იელი ან ჯორჯთაუნი ნაწარმოებს არა ერთი კურსი მიუძღვნა, თუმცა არც ერთი მათგანი სამართალს არ შეეხებოდა.
წყარო: bbc
მოამზადა თეა ინაშვილმა