შვედური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის

განათლება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის სამეფო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სამთავრობო სააგენტოს „შვედური ინსტიტუტი“ სასტიპენდიო პროგრამას „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა“ (Baltic Sea region Program/Visby Program).

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

შვედეთი სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზეც, ასევე ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებს. „შვედური ინსტიტუტი“ აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. „ვისბის პროგრამის“ სტიპენდიებზე არ არის განსაზღვრული კვოტები ცალკეულ ქვეყნებზე.

სტუდენტთა განცხადებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. ქართველი სტუდენტი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შვედეთში, არ განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად.

განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდებზე:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები