5 წინგი, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს

თავისუფალი დრო

არ არსებობს რეცეპტი და ზუსტი ინსტრუქცია იმისთვის, რომ ჩვენმა ტვინმა შეცდომების გარეშე იმუშავოს. თუმცა არსებობს საშუალებები იმისთვის, რომ მას გენიალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. გთავაზობთ წიგნებს, რომელთა კითხვის დროსაც საჭიროა მოთმინებითა და ოპტიმიზმით აღიჭურვოთ, შემდეგი კი დავალებების შესრულებას შეუდგეთ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“შენი თავისუფალი დრო” – ვიქტორ ბოლხოვიტინოვი ​

თუ გსურს ტვინის განვითარება შეასრულე ამ კრებულში თავმოყრილი დავალებები, ცდები, თამაშების, თავსატეხები და კროსვორდები.

“აინშტაინი სეირნობს მთვარეზე, დაიმახსოვრე მეცნიერება და ხელოვნება” – ჯ.ფოერი ​

წიგნში მოთხრობილია 12 თვეზე, რომლებიც ავტორმა გაატარა საკუთარ მეხსიერებაში, საკუთარი შინაგანი მექანიზმების, თავდაცვის ბუნებრივი მეთოდებსა და ფარული პოტენციალის შესწავლასა და წვრთნაში.

“ტვინის განვითარება, როგორ ვიკითხოთ სწრაფად, დავიმახსოვროთ უკეთ და მივაღწიოთ დიდ მიზნებს” – რ. საიპი

ეს არის დროით გამოცდილი რეცეპტების კრებული, რომლებიც ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენებათ. სამაგიეროდ ისინი ისე ეფექტურად მუშაობენ, რომ იფიქრებთ მეხსიერებასთან, პრობლემები არც კი გვქონიაო.

“სუპერ სავარჯიშო ტვინისთვის” – ჩ.ფილიპსი

ამ წიგნში თავმოყრილია ასამდე სხვადასხვა თავსატეხი ინტელექტის განვითარებისთვის. თავდაპირველად მოცემულია მარტივი დავალებები “გახურებისთვის”, შემდეგ რთულდება ისინი, ბოლოს კი ნამდვილი რბენაა დაბრკოლებებით.

“ინტელექტისა და მეხსიერების განვითარების იაპონური სისტემა” – რ.კავაშიმა

იაპონელმა მეცნიერმა ნეიროფიზიოლოგიის სპეციალისტმა რიუტა კავაშიმამ შეიმუშავა მარტივი ლოგიკური დავალებებისგან შემდგარი 60-დღიანი პროგრამა, რომელიც ასტიმულირებს ტვინის “ნაცრისფერი უჯრედების” მუშაობას.

წყარო: genius.ge

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები