ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. ესპანური კომპანია Glovo ეძებს თბილისში პარტნიორ კურიერებს.

თუ გყავთ საკუთარი მოპედი, მოტო, ავტომობილი ან ველოსიპედი, გამოგვეხმაურეთ.

ყველა ენერგიულ და მოტივირებულ პიროვნებას ვისაც სურს ქონდეს მაღალი ანაზღაურება და თავისუფალი გრაფიკი, შეუძლია გახდეს ჩვენი პარტნიორი.

საუკეთესო შემოთავაზება Glovo-სგან:

გამოიმუშავეთ თვეში 2 000+ ლარამდე
მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთავსებადი სტუდენტებისთვის)

მოთხოვნები:

  • საკუთარი მოპედი, მოტო, ავტომობილი ან ველოსიპედი
  • სმარტფონი
  • მართვის მოწმობა (*შესაბამისი ტრანსპორტის შემთხვევაში)

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა და 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ნოემბერი.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

2. სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
    პაციენტების რიგების მართვა;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის მიღების და გადაცემის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში;
ანაზღაურება: დღის ფიქსირება 15 ლარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “subject”-ის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ნოემბერი.

3. პრობლემური სესხების მართვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას თბილისში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარის განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციის პრობლემურ კლიენტებთან;
  • ბანკის ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • პრობლემური პორტფელის მუდმივი კონტროლი;
  • დებიტორებთან (კლიენტებთან) მოლაპარაკება დავალიანების დროულად დაფარვის მიზნით;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;

განიხილება როგორც სრული ასევე ნახევარი განაკვეთი სტუდენტებისთვის (დილის და საღამოს ცვლა).
ანაზღაურება: ფიქსირებული, პლიუს საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ნოემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები