კომპიუტერები, პროგრამულად უზრუნველყოფილი რობოტები ნელ-ნელა ჩვენს საქმიანობას „ითვისებენ“ და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებად გვევლინებიან. ეს ამბავი კინორეჟისორთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მათი ინსპირაციის წყაროდ იქცა. უამრავი ფილმი გადაღებულა იმაზე, თუ როგორ ანაცვლებენ რობოტები ადამიანებს, თუმცა არსებობს პროფესიები, სადაც რობოტები მათი განვითარების ხარისხის ვერცერთ საფეხურზე ვერ შეაღწევენ. გთავაზობთ ამ პროფესიების ჩამონათვალს:
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
მწერალი – მწერალი არ არსებობს ინსპირაციისა და შთაგონების წყაროს გარეშე, მაგრამ კომპიუტერს, მაშინაც კი, თუ ის სუპერ განვითარების პიკს მიაღწევს, არ უნდა ჰქონდეს ემოციები, შესაბამისად რობოტი ვერ იქნება შემოქმედებითად მოაზროვნე.
ვეტერინარი – ცხოველთა ქცევის შესახებ უამრავი ენციკლოპედია დაწერილა, რომლებიც ვეტერინარებს კარგად აქვთ შესწავლილი, თუმცა მაინც რთულია ცხოველის დაავადების გამოვლენა. არავინ იცის, როგორ გამოამჟღავნებს ამა თუ იმ დაავადებას ცხოველი, რა რეაქცია ექნება მას და ა.შ. ასე რომ, რობოტი ვერ გააკეთებს პროგნოზს მათ ქცევაზე და დასკვნებსაც არასწორად გამოიტანს.
ექთანი – ექთნის მოვალეობა პაციენტების თანადგომა, ფსიქოლოგიური გამხნევებაა. რობოტს კი ეს არ შეუძლია.
სასულიერო პირი – რობოტს არ ექნება რწმენა, მის გარეშე კი მრევლის დამოძღვრა წარმოუდგენელია.
ანთროპოლოგი და არქეოლოგი – ეს ის პროფესიები, რომლებიც დიდ დაკვირვებასა და სუბიექტური აზრის გამოტანას მოითხოვენ. წინასწარ არავინ იცის, თუ რას იპოვიან, რობოტებმა მი მხოლოდ ის იციან, რასაც ჩვენ ვეტყვით.
ლოგოპედი – ყველა პაციენტს მეტყველების პრობლემის საკუთარი მიზეზი აქვს და მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
კურატორი – კურატორის მოვალეობა კულტურული ღირებულების გაანალიზებაა, მისებური აღქმა. ხელოვნებაში ხომ კარგი და ცუდი არ არსებობს, ეს მნახველის აღქმაზეა დამოკიდებული.
პედაგოგი, პროფესორი – მოზარდებთან ურთიერთობა და სწავლება იმდენად სპეციფიკურია, თავის გართმევა არათუ რობოტებს, ადამიანებსაც უჭირთ. ყველა მოსწავლეს/სტუდენტს ინდივიდუალურად ახსნა სჭირდება.
ქორეოგრაფი – ცეკვა კარგ პლასტიკას, მოქნილ სხეულს და ელასტიკურობას მოითხოვს. ამ კრიტერიუმებს რობოტები ვერ დააკმაყოფილებენ.
ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თერაპევტი – რობოტს არ შეეძლება ჩაწვდეს ადამიანის განცდების სიღრმეს, მაშინ როცა თვითონ არ აქვს გრძნობები და ემოციები.
მოამზადა: მარიამ ელიაშვილმა