ვაკანსიები სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე

დასაქმება

1. შპს “საკრედიტო ისტორიათა ბიურო” აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს აღწერილობა: ელექტრონულად მისამართების დარეგისტრირება რუკაზე

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
შაბათი-კვირა დასვენება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სტუდენტი, ბაკალავრი)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ანაზღაურება: მინიმალური გეგმის შესრულების შემთხვევაში 500 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [email protected] და “Subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. 

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

2. კომპანია “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ” (უნიქარდი) აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის სარეზერვო ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია, გავლილი ჰქონდეს ტრენინგი “სერვის პლუსში”
  • სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა (შემოწმდება გასაუბრებისას)
  • MS Office-ის და ინტერნეტის საძიებო სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ასაკი: 19-დან 35 წლამდე.

აუცილებელი უნარები:

  • დახვეწილი, გამართული მეტყველება, სასიამოვნო ხმა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: დღეში 6 საათი (სატელეფონო ცენტრის სამუშაო საათებია 09:00-21:00), მაქსიმუმ კვირაში 6 დღე.

ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების მიხედვით – საჭიროებისამებრ.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) 2018 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]. “subject”-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -“სატელეფონო ცენტრის სარეზერვო ოპერატორი”. ფოტოსურათის გარეშე მიღებული CV არ განიხილება.

3. სადისტრიბუციო კომპანია შპს “ჯეოსტარი” აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

  • ბრენდის/ბრენდების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მისი ანალიზი
  • კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. კონკურენტის მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების ყოველთვიური რეპორტის მომზადება
  • კომპანიის შიდა და გარე დანიშნულების გეგმიური, თუ არაგეგმიური რეპორტების მომზადება;
  • კომპანიის ფასდაკლებების სისტემის კონტროლი;
  • სარეკლამო მასალებისა და სააქციო პროდუქციის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები