ახალი შრიფტი, რომლითაც სტუდენტებს წაკითხული უკეთ ამახსოვრდებათ

საინტერესო ფაქტები

მელბურნის სამეფო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიზაინერებთან ერთად შექმნეს სპეციალური შრიფტი, რომელიც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. 

შრიფტს ეწოდება Sans Forgetica. მის შექმნაზე ფსიქოლოგები და ტიპოგრაფები მუშაობდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შრიფტით ტვინს წაკითხულის დამახსოვრებაზე დიდი ენერგიის დახარჯვა არ უწევს და, შესაბამისად, ადამიანი წაკითხულს უფრო კარგად იმახსოვრებს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მეცნიერებმა ახალი შრიფტის ეფექტურობის შესამოწმებლადი ის 400 სტუდენტზე გამოსცადეს. კვლევამ აჩვენა, რომ Sans Forgetica-ს გამოყენებით დაბეჭდილი ტექსტები სტუდენტებმა უფრო კარგად დაიმახსოვრეს.

შრიფტის გადმოწერა OpenType-ის ფორმატითაა შესაძლებელი.

წყარო: www.rmit.edu.au

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები