ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის სხვადასხვა დეპარტამენტში

დასაქმება

თეგეტა მოტორსი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, რითაც საფუძველს ჩაუყრიან თავიანთ წარმატებულ სამუშაო კარიერას.

განათლება ხარისხი: სტუდენტი.
ენები: ქართული – ძალიან კარგი.

უნარები:

  • აქტიურობა,
  • ენერგიულობა,
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი,
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი,
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი,
  • სისხარტე.

დამატებითი მოთხოვნები: აუცილებლად შეავსეთ სამოტივაციო წერილის ველი, მოგვიყევით თქვენი ინტერესების შესახებ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

თეგეტა მოტორსის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაო სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია.
გრაფიკი – მოქნილი.
ხანგრძლივობა – 3-დან 6 თვემდე.

სტაჟირება ცხადდება თეგეტა მოტორსის შემდეგ დეპარტამენტებში:

  • ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
  • მარკეტინგის დეპარტამენტი.
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
  • ადგილობრივი შესყიდვებისა და სწრაფი შეკვეთების განყოფილება.
  • არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტი.
  • გაყიდვების დეპარტამენტი – საბითუმო გაყიდვების მიმართულებით; კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით; სახელმწიფო ორგანიზაციებთან
  • ურთიერთობის მიმართულებით.
  • ტრანსპორტის მართვის დეპარტამენტი.
  • სერვისის მართვის დეპარტამენტი.
  • სერვისის განვითარების დეპარტამენტი.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია სტაჟირების შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე. 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები