სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. KPMG Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში. ჩვენი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გაძლევთ უშუალო მონაწილეობა მიიღოთ KPMG Georgia-ს იურიდიული დეპარტამანეტის მიერ წარმართულ სხვადასხვა სამუშაო პროცესებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

KPMG Georgia გთავაზობთ:

  • სასწავლო პროცესზე მორგებულ სამუშაო გარემოს
  • წვდომას კომპანიის გლობალურ პრაქტიკისა და საგანმანთლებლო რესურსებზე
  • ჩართულობას კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში
  • შესაძლებლობას, დასაქმდეთ კომპანიაში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

  • სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან
  • სამართლის ბაკალავრი
  • ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა
    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რეგისტრაცია: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე general@kpmg.ge. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი 2018

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

2. საკონსულტაციო კომპანია C-team management consulting აცხადებს სტაჟირებას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით მარკეტინგის ჯგუფში ორ პოზიციაზე:

სტაჟიორი – მაკეტინგის სპეციალისტი

პოზიციის აღწერა:

მარკეტინგის მენეჯერის დავალებით შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  • კლიენტი კომპანიის შიდა მარკეტინგული ანალიზი
  • კლიენტი კომპანიის კონკურენტების კვლევა და ანალიზი
  • კლიენტი კომპანიის მიზნობრივი ჯგუფის ანალიზი
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
  • სოციალური მედია არხების ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • მინიმუმ ერთი სტაჟირება მსგავსი მიმართულებით (სასურველია)
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Office – სრულყოფილი ცოდნა
  • გამართული მეტყველება და სწორი კომუნიკაციის უნარი

სტაჟიორი – სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი

პოზიციის აღწერა:

მარკეტინგის მენეჯერის დავალებით შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  • სოციალური მედია არხების ანალიზი
  • სოციალური მედია გვერდების ადმინისტრირება
  • მიზნობრივი ჯგუფის მოძიება და უწყვეტი კომუნიკაცია
  • პოსტების მომზადება
  • ბიუჯეტირება

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • მინიმუმ ერთი სტაჟირება მსგავსი მიმართულებით (სასურველია)
  • სოც. მედია გვერდების მართვის გამოცდილება
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Office – სრულყოფილი ცოდნა
  • გამართული მეტყველება და სწორი კომუნიკაციის უნარი
  • Photoship-ის ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი 10:00 – 19:00 (1 საათი შესვენება)

დაინტერესების შემთხვევაში 20.09.2018-მდე გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@c-team.ge გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

ვის ვეძებთ ჩვენ?

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
  • მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და
  • შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
  • ახალი უნარების აღმოჩენას;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.

პოზიციის პირობები:

2-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი, 2018 წელი

ადგილმდებარეობა : რუსთავი და თბილისი (ვარკეთილის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს ფილიალები)

დამატებითი ინფორმაცია: მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge. შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები