5 წიგნი, რომლებიც შემოდგომის დღეებს უფრო სასიამოვნოს გახდის

თავისუფალი დრო

სანამ ახალი სასწავლო წელი აქტიურ ფაზაში შესულა, ჯერ კიდევ შეიძლება დროის გამონახვა წიგნებისთვის. გონების დასასვენებლად და სასიამოვნო დროის გასატარებლად საინტერესო წიგნების კითხვაზე უკეთესი არაფერია. ეს ის არის რაც ფერად შემოდგომას ძალიან უხდება. გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც შემოდგომის ფერად დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – „ნაზი ღამე“
ფიცჯერალდის ნაწარმოებები სავსეა დიდი აუხდენელი ოცნებებით, სასიყვარულო სამკუთხედებით და მსუბუქი ნაღველით. ამჯერად, მწერალი ჯაზის ეპოქაში გიწვევთ, სადაც მუდმივად მხიარულებაა. ექიმი ფსიქიატრი თავის მდიდარ პაციენტზე ქორწინდება, მის ფინანსებს კლინიკის მშენებლობას ახმარს და პარალელურად მსახიობი შეუყვარდება…

სტივენ კინგი – „ნათება“
ჯეკ ტორანსს ზამთარში ოჯახთან ერთად მთის ძველ სასტუმროში დამკვირვებლად უწევს ყოფნა. თითქოს არაფერია საშიში, მაგრამ თქვენ ხომ სტივენ კინგთან გაქვთ საქმე! მას არ შეუძლია, ნაწარმოებში გარდაცვალება და მოჩვენებათა სულები არ გაურიოს. უკვე 30 წელზე მეტია, რაც წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე საშიშ ნაწარმოებთა ჩამონათვალში იკავებს ადგილს.

ელიზაბეტ გილბერტი – „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორი სასიამოვნოა ხანდახან ყველაფერი მიატოვო და იმით დაკავდე, რაც დანამდვილებით გსურს. მთავარი გმირის შემთხვევაში, ესაა იტალია, გემრიელი საკვები, საკუთარი სულის პოვნა ინდოეთში და სანაპიროს ქალაქში ოცნების მამაკაცის სიყვარული…

ფრანსუაზ საგანი – „სალამი, სევდავ“
ეს წიგნი სავსეა მელანქოლიითა და მსუბუქი სევდით, რომელიც მარილიანი ზღვისა და მზიანი სანაპიროს სურნელითაა გაჯერებული. ახალგაზრდა სესილი შეპყრობილია მომხიბლავი ჭაბუკით, პირველი სიყვარულის განცდით, ილუზიებითა და ზაფხულის მზით. თუმცა, არდადეგებიც ოდესმე სრულდება…

პელემ გრენვილ ვუდჰაუსი  – „ჯივზი და ვუსტერი“
სამაგალითო მსახურთუფროსი, შარმიანი უსაქმური, მოუსვენარი დეიდები – მოკლედ, ნამდვილი ინგლისური იუმორის მაგალითი. და თქვენ რომელი უფრო მოგწონთ – ჯივზი თუ ვუსტერი?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები