ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისთვის

თავისუფალი დრო

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის. კონკურსებში ჩართვა შეგიძლიათ 7 ოქტომბრამდე.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ორივე კონკურსის მიზანი ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.

კონკურსები ერთსა და იმავე დროსა და საერთო სივრცეში გაიმართება: 18-21 ოქტომბერი დაბა ბორჯომ-ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც წერის, ასევე ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ 12-18 წლის მოზარდებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ გვერდს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები