ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

 

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძიითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პოტენციურ მომხმარებელთათვის პროდუქციის
  • შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური მომხმარებლების ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
  • არსებულ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და უკუკავშირის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N142.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2018წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,გირო კრედიტი” აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო პირობები:

  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
    ცვლაში მუშაობს ორი თანამშრომელი, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 3 საათი.
  • ანაზღაურება: 700 ლარიდან – ზემოთ, გეგმის შესრულების შემთხვევაში ერიცხება პრემიები და ბონუსები. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც), სხვა შემთხვევაში სავალდებულოა გაიარონ ოქროს შემსწავლელი კურსები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის,
  • დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ქსელში შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგული აქციების შემუშავება და განხორციელება;
  • სავაჭრო დარბაზში სარეკლამო მასალების განთავსების უზრუნველყოფა/მომარაგება;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქტების/ბრენდების გამოყოფა/წარმოჩენა გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • დამატებითი განთავსებების გაფორმება და მონიტორინგი;
  • გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი;
  • სხვა მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • კანდიდატებისათვის, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს, წერითი დავალების მიცემა;
  • პირველადი გასაუბრება ამ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
  • საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ „სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ვადა 30 სექტემბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები