სუპერმოდელების საყვარელი წიგნები

ლიტერატურული გვერდი

დროა სტერეოტიპები დავამსხვრიოთ: მოდელები არამხოლოდ დილის 6 საათზე იღვიძებენ და დაძინებითაც რეგულარულად ადრე იძინებენ, არამედ წიგნებსაც აქტიურად კითხულობენ. საინტერესოა რომელ რომანებს ასახელებენ გოგონები მათ ფავორიტად:

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ნატალია ვოდიანოვას საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტაა”. ცნობილი რომანი სიყვარულზე, ადამიანურ ძალასა და სისუსტეებზე, რომელიც ავტორის იუმორითაა გაჯერებული, 1930 წლის მოსკოვის ატმოსფეროს გამოხატავს. ეს შედევრი რუსი სუპერმოდელის გარდა, დენიელ რედკლიფისა და მერილ სტრიპის საყვარელი რომანიცაა.

ნატაშა პოლი კი რეკომენდაციას თანამედროვე პროზის წარმომადგენლის, ხალიდ ჰოსეინის წიგნს “მთებმა მთებს უთხრეს” უწევს. ავღანელი წარმოშობის ეს ამერიკელი მწერალი უკვე წლებია რაც საოცარი ნიჭის წყალობით რეკორდებს ამყარებს.

ადრიანა ლიმა კი გულშემატკივრებს მოუწოდებს პაულო კოელიოს “11 წუთი” წაიკითხონ: “ის წიგნებს ისე წერს, რომ მისი რჩევები ყოველდღიურ სიტუაციებში აუცილებლად გამოგადგებათ”.

კარლი კლოსი კლასიკური ლიტერატურის ფანია. მისი საყვარელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, წიგნი კი “მოხუცი და ზღვაა”. “ჰემინგუეი ყოველთვის საოცრად შთამაგონებს.”

“მუდამ ახალგაზრდა” ქეით მოსი კი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს აღმერთებს. წიგნი “მშვენიერნი და დაწყევლილნი” კი მისი ფავორიტია.

მირანდა ქერის ორი საყვარელი წიგნი კი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი” და ჰერმან ჰესეს “ზიდჰართაა”. ისინი საკულტო ნაწარმოებებად ითვლებიან და მათზე ცნობილი ფილმებიც გადაიღეს.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები