მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას.
ვის ვეძებთ ჩვენ?
- ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
- მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
- ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით
- სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
- მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.
რა იქნება მთავარი მოვალეობა?
- კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
- საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
- ახალი უნარების აღმოჩენას;
- მზარდ ანაზღაურებას;
- სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.
პოზიციის პირობები:
- 2-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
- სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.
დამატებითი ინფორმაცია:
მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, 2018 წელი.
ადგილმდებარეობა: რუსთავი და თბილისი (ვარკეთილის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს ფილიალები)
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“ აცხადებს სამთვიან უფასო სტაჟირებას ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
- განათლება ფსიქოლოგიაში , დამამთავრებელი კურსის ან მესამე კურსის სტუდენტი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ან მოზრდილებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის სურვილი
ზოგადი მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ლიტერატურის წაკითხვისა და გაანალიზების დონეზე;
- კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- შემოქმედებითად აზროვნების უნარი.
სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს:
- ბენეფიციარების შეფასებაში
- ბენეფიციართან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობაში
- დოკუმენტაციის წარმოებაში
სარეაბილიტაციო დასოციალური ადატაციის ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათები: 10:00-16:00.
მისამართი : თბილისი , ავჭალა , ალ. მანაგაძის 21.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე [email protected] თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, კურსი წერილის თემის ველში მიუთითეთ „სტაჟირება“.
განცხადები მიღების ბოლო ვადა 5 ოქტომბერი, 2018წ.
სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს სტაჟირებას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი (სანაპიროს ქ. #2)
სტაჟირება საწყის ეტაპზე არის არაანაზღაურებადი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი.
მოთხოვნები:
- III/IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ქართულის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
- ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 პროგრამის ცოდნა); - სამოტივაციო წერილის ველის შევსება;
- რეკომენდატორის მითითება.
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- დახვეწილი მეტყველება;
- მოქალაქეთა თავაზიანად მომსახურების უნარი;
- მოტივირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
- მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
- სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში; - მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;
- მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
- სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
- თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
- ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე – სტაჟიორი – სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის იუსტიციის სახლში
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 15.09.2018.