საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობამ 2019-2020 აკადემიური წლისათვის გამოაცხადა მიღება სასტიპენდიო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემო და ენერგეტიკა.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამისა და ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
ელექტრონული განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 სექტემბერი.