შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ

კატეგორიის გარეშე

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის” სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების ერთი წლით შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობებიც დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დღეს, განათლების სამინისტროსთან, პირველი გამაფრთხილებელი აქციაც გაიმართება, რომელიც ერთ საათში დაიწყება. შემდეგ კი, აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტური ძალა აღემატება ყველანაირ ძალას, ამიტომ ჩენ სტუდენტური პროტესტით შევეცდებით, რომ ჩვენი სათქმელი მივაწოდოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ ალოგიკური გადაწყვეტილების შეცვლას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა დავით ზარნაძემ.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის” სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების ერთი წლით შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს.

„საბჭოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, არის უსაფუძვლო და არ არის სამართლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური არასტაბილურობა, როგორც საბჭომ აღნიშნა, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. მით უმეტეს მატერიალური რესურსის სტანდარტი, როგორც მოგეხსენებათ, 7 სტანდარტი აქვს ავტორიზაციისა, დადებითად იყო შეფასებული ექსპერტების მიერ, თუმცა საბჭომ ჩათვალა, რომ ეს არ იყო დადებითი სწორედ ყადაღის თემიდან გამომდინარე,“ – განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ შუდრამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს. ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, 700 000 ლარიანი ჯარიმა გახდა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს დაკისრებული და დავა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

წყარო: რუსთავი2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები