სტუდენტები 17 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით ზუგდიდში უფასოდ ისარგებლებენ

მხიარული ინფო

17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კერძოდ, უფასოდ იმგზავრებენ შოთა მესხის სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე 20 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება.

წყარო: 1tv

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები