შვეიცარიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს 2019–2020 აკადემიური წლისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.
სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 23 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში.