24 წლის გერმანელი, დევიდ მისალი ჩინეთში, პეკინში, ცინხუას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. ის წელს კურს ხურავდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან ის ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
მისალი მომხდარ ფაქტს სასწავლო პროგრამის ფარგლებში მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებს. მან მასალაში ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების დაბალი ხარისხი განიხილა.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მას საიმიგრაციო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი სტუდენტური ვიზა გაუქმებული იყო და ერთი კვირა ეძლეოდა ქვეყნის დასატოვებლად და გერმანიაში დასაბრუნებლად.
Foxnews-ის ინფორმაციით, ჩინეთში 2015 წლიდან ამ დრომდე ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე 300-მდე აქტივისტია დაკავებული.