ახალგაზრდების 20% დღეში 7 საათზე მეტ დროს ინტერნეტში ატარებს – კვლევა

საინტერესო ფაქტები

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების (Ofcom) მონაცემებით, 16-24 წლის ბრიტანელების მეხუთედი საშუალოდ, დღეში 7 საათზე მეტს ატარებს ინტერნეტში. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი აქვეყნებს.

☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

კვლევის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდების თითქმის 20% კვირაში თითქმის ორ სრულ დღეს უთმობენ ინტერნეტს. ამავე მონაცემების მიხედვით, 65 წელზე დიდი ასაკის ადამიანების მხოლოდ 1% და 55-64 წლის ადამიანების 6% უთმობს ინტერნეტს კვირაში 50 საათზე მეტს.

მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ადამიანები საშუალოდ ყოველ 12 წუთში ერთხელ ამოწმებენ საკუთარ სმარტფონებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი და Instagram-ი ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს სოციალურ ქსელში გატარებული დროის განსაზღვრა შეეძლებათ.

ინტერნეტ ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ციფრული მოწყობილობების ასეთი მუდმივი გამოყენება შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ურთიერთობებზე, პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები