ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) გამოაცხადა მიღება მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ საგანმანათლებლო კურსებზე სხვადასხვა მიმართულებით.
MASHAV-ის სტიპენდიები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით და ფარავს სატრენინგო პროგრამის საფასურს, განთავსებას, სამედიცინო დაზღვევასა და ტრანსფერს. საერთაშორისო ფრენა და სადღეღამისო ხარჯები გათვალისწინებული არ არის.
სწავლების ენები: ინგლისური, რუსული, ფრანგული და ესპანური.
კუსების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.