ევროპის 12 ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მათ შორის გერმანელი, ესპანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, ჩეხი და სერბი სტუდენტები საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ Drop of Wine from Mountain to Sea-ის ფარგლებში ჩამოვიდნენ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა უმრავლესობა პირველად სტუმრობს საქართველოს.
ორი კვირის განმავლობაში 45 სტუდენტი გაეცნობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.
მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
წყარო: imedinews.ge