შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ადამიანური რესურსების განყოფილებაში. სტაჟირების პროგრამა HR- ის ადმინისტრირება/განვითარების მიმართულებით პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვემდე ვადით (არაანაზღაურებადი)
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება HR ან/ და ადმინისტრაციულ სფეროში;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 2018 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
შპს „ჯაბა კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას ბუღალტერიაში
ფუნქცია-მოვალეობები:
- მთავარი ბუღალტრის თანაშემწეობა შემდეგ საკითხებში;
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება ;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვასა და კონტროლში ბუღალტრის დახმარება;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ) ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამების (სასურველია ორისი) საბაზისო ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო ცოდნა;
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე [email protected] არა უგვიანეს 2018 წლის 15 ივლისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო დეპარტამენტში თბილისში
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის შეთავსებით
ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია
ძირითადი მოვალეობები:
- პოლიკლინიკაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის მარაგების აღრიცხვაში და გადანაწილებაში მონაწილეობა;
- მარაგების შევსების უზრუნველყოფაში, ხარჯვის აღრიცხვაში და ანგარიშგებაში ჩართულობა;
- პოლიკლინიკაში პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- პოლიკლინიკაში არსებული სერვისებისათვის საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დახმარება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვხა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
პროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი, 2018წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს.