მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს “ნოვა კრედიტი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი მოვალეობები:
- პრობლემური კლიენტების პორტფელის მართვა;
- პრობლემურ კლიენტებთან დაკავშირება და მოლაპარაკება;
- სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართალმცოდნეობის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00სთ-დან-18:00სთ-მდე, შაბათი :10:00სთ-დან 14:00 სთ-მდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2018წ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected].
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კავკასიის უნივერსიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის (ადმინისტრაციისა და სააუდიტორიო ტექნიკის) სისტემური და ტექნიკური უზრუნველყოფა;
- კომპიუტერული ქსელების (უსადენო და სადენიანი) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- დაზიანებული ტექნიკის, როგორც სისტემური, ასევე ტექნიკური შეკეთება (შესაძლებლობების ფარგლებში);
- სემესტრის დასაწყისში ყველა საკლასო აუდიტორიის და კომპიუტერული კლასების ტექნიკის პროგრამული განახლება;
- უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან III-IV კურსის სტუდენტი IT მიმართულებით ან ამავე მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ოპერაციული სისტემების და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
- ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- კოლეგიალობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო პრიობები:
- სამუშაო დღე ნახევარ განაკვეთზე, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (ცვლებში)
- ანაზღაურება (ხელზე): 400 ლარი
- გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
- სამსახურის დაწყების თარიღი: 2018 წლის 29 აგვისტო
მეორე ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ: “IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი”.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25 ივლისი.
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას აქციის თანამშრომლის თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: VC2748
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
- განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
- ინგლისური – კარგი
- რუსული – საშუალო.
უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გაყიდვების უნარი
- პრეზენტაციის უნარი
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დამატებითი მოთხოვნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
- დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
- პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
- კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
- ბანკის გარეთ აქციების სპეციფიკიდან გამომდინარე ადექვატური ქმედება;
- აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
- საბანკო პროდუქტების თეორიული ცოდნა, განსაკუთრებით აქციაში ჩართული პროდუქტებისა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.
ბოლო ვადა: 3 აგვისტო, 2018წ.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.