ორიგინალი
თსუ-ის შესახებ არსებობს ფაქტები, რომლებიც ყველამ არ იცის. ეს ფაქტები კი განსაკუთრებით საინტერესო მომავალი სტუდენტებისთვის იქნება. გთავაზობთ სასწავლო პროცესთან, ლექტორებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებულ ნიუანსებს, რომლებიც აუცილებელია რომ იცოდეთ.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სანამ სწავლას დაიწყებ… – დაგუგლე ვინ არის პეტრე მელიქიშვილი. თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის გამოკითხვებში, ამ კითხვას გვერდს ვერავინ აუვლის. თან ამას გკითხავენ იმ იმედით, რომ პასუხი არ იცი. იყავი ნამდვილი მცოდნე თსუ-ელი.
ამბობენ – განივში, მეორე სართულზე, სტატისტიკის ლექციებს შორის, შესვენებაზე, პირდაპირ აუდიტორიაში ან დერეფანში მოწევა შეიძლებაო. დაცვა მანდ არ არის და არც კამერები. ლექტორიც არ ყოფილა წინააღმდეგი. ცივილიზაცია იქ ვერ ააღწევდა და, ალბათ, ეს თქმულება დღესაც რეალობაა.
პ.ს. სტატისტიკის ლექტორებიდან ბესარიონ დოჭვირს მოერიდეთ. მიზეზი არ ვიცი, ასე მითხრეს. შესაძლოა მისი უცნაური ფრაზების გამოც.
ბიჭები ამბობენ… – “მეწყვილესთან განმარტოებისთვის, კარგი ადგილია პირველის ეკლესიასთან, ხეების მხარე. მანდვე, ვარაზის ხევიდან ამომავალ კიბეებზე ჩამოჯდომაც შეიძლება, ცოტა ხალხი მოძრაობს, ალბათ იმიტომ, რომ ციცაბო კიბეა და სიცოცხლისთვისაა საშიში.”