1. სტუდია მონიტორი აცხადებს სტაჟირებას ოპერატორ -მემონტაჟის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი – თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ვიდეო გადაღება;
- მონტაჟი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ნამუშევართან ერთად (ფოტო ან ვიდეო მასალა) მისამართზე: [email protected].
დავუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადები არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი.
2. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი/ექთნის დამხმარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის პოზიციაზე):
- სავალდებულოა საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (V კურსიდან)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უცხო ენების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ექთნის დამხმარის პოზიციაზე):
- სავალდებულოა საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).
- სასურველია: პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
3. საერთაშორისო DMC კომპანია „WST and Citysightseeing Tbilisi“ ეძებს ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტს), რომლის ძირითადი ფუნქციები ტურისტების დახვედრა, კომპანიის პროდუქტებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება იქნება.
სამუშაო მოვალეობები
- პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
- დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი, დეტალურად აღწერა თვითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს;
- გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება;
- კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა და ყოველდღიური პროცესის მონიტორინგი;
- ტურების ეფექტური დაგეგმვა და შესრულების უზრუნველსაყოფად, გიდებთან, ავტობუსის ბორტგამყოლებთან და მძღოლებთან თანამშრომლობა;
- ტურების მიმდინარეობის სისტემატური კონტროლი;
- დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან
- კომპანიისა და გაყიდვების საპრეზენტაციო ფაილების მომზადება, განახლება
- მეილის ყოველდღიური კონტროლი და გამართული, პროფესიონალური პასუხების გაცემა რეზერვაციების კონტროლი;
- ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება;
- მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სასურველი ცოდნა და უნარჩვევები
- სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
- სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- სწორი გამართული მეტყველება
- გუნდური მუშაობის უნარი
- დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
- შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
- ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- დროის მართვის უნარი
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
- ანალიტიკური აზროვნება
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- აკურატული და სუფთა
სამუშაო პირობები
- პოზიციის სახელი: ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)
- ანაზღაურება: 700 + ბონუსი გაყიდვებიდან
- ადგილმდებარეობა: მეიდანი ან თავისუფლების მოედანი, თბილისი
- სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
- სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო
- შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან სტაჟირებას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)“. კომპანია რეგულარულად განიხილავს აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გამოგზავნას. ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივლისი.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები განიხილება და შესაბამისად გაივლიან გასაუბრებას.