სტუდენტების წარმატებას ნიჭთან, შესაძლებლობებსა და მონდომებასთან ერთად სხვა ბევრი ფაქტორიც განსაზღვრავს. რა მახასიათებლებით გამოირჩევიან წარმატებული სტუდენტები?
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გთავაზობთ წარმატებული სტუდენტის 5 მახასიათებელს:
1. ცნობისმოყვარეობა – ნებისმიერი წარმატებული ადამიანი გეტყვით, რომ პირველი, რაც ადამიანს სჭირდება საინტერესო პროექტისა თუ გეგმის შესაქმნელად, ცნობისმოყვარეობაა. ცნობისმოყვარეობას მივყავართ ინოვაციამდე და აღმოჩენამდე. სტუდენტობის პერიოდში იყავი მაქსიმალურად ცნობისმოყვარე და შეისრუტე ინფორმაცია შენ გარშემო.
2. დაკვირვება – როცა რომელიმე ადამიანი დაგაინტერესებს, აქციე ის შენი დაკვირვების ობიექტად, შეისწავლე, რას და როგორ აკეთებს. ანალოგიურად, როცა რომელიმე პროცესი აღძრავს შენში ცნობისმოყვარეობას, გაერკვიე მის ასავალ-დასავალში, შესრულების სქემაში. დაკვირვების შემდეგ აუცილებელია დაგროვილი ცოდნის გადმოტანა პრაქტიკაში. ლექციებსა თუ სემინარებზე დააკვირდი იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებულნი არიან, რითი განსხვავდება მათი ქცევა, ყოველდღიური რუტინა თქვენისგან? ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ადვილად შეძლებთ საჭირო მხრივ განვითარებას.
3. დისციპლინა – აქ მოიაზრება როგორც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალობა, ისე კონკრეტული საკითხების მიმართ მიდგომის მეთოდოლოგია. ახალი ენის, სფეროსა თუ საკითხის შესწავლა დისციპლინას მოითხოვს. მიუდექი საკითხს მარტივი მხრიდან და დაგეგმე პროცესები ისე, რომ შედეგად მეტი სარგებელი მიიღო. დაიწყე ყველაზე მარტივი ნაბიჯით – გამოყავი ზუსტი დრო სწავლისათვის დღის განმავლობაში.
4. აქტიურობა – რა თქმა უნდა, კურსის წარმატებით დასახურად აუცილებელი სათანადო კონცენტრირება და დროის დათმობა. მაგრამ, როგორც ეს არაერთმა ცოცხალმა მაგალითმა დაგვიდასტურა, მრავალმხრივი ჩართულობა და აქტიურობა არაერთი მიმართულებით გონებას მაქსიმალურად ავარჯიშებს და მის ეფექტურობასაც ზრდის. აქედან გამომდინარე, ნუ აარიდებთ თავს კონფერენციებს, ტრენინგებს, საჯარო ლექციებსა თუ სხვა საინტერესო პროექტებს მხოლოდ იმის მომიზეზებით, რომ რომელიმე საგანში ძალიან ბევრი გაქვთ სასწავლი.
5. ქმედითუნარიანობა – ქმედითი ნაბიჯების გადადგმისას გაცილებით მეტ ცოდნას იძენ, ვიდრე თეორიული მეცადინეობის დროს. მაშინაც კი, როცა ნაბიჯებს დაუფიქრებლად დგამ, საბოლოოდ დაგროვილი ცოდნა აუცილებლად აღემატება სახელმძღვანელოებში ამოკითხულს.
6. კითხვის დასმა – შეკითხვის დასმა სირცხვილი არასდროს არ არის. „როგორ უნდა გავაკეთო ეს?“ „როგორ შემიძლია მინიმალური ძალისხმევით მივაღწიო ამ შედეგს?“ მსგავს კითხვებზე პასუხი საჭირო გამოცდილების დაგროვების წინაპირობას იძლევა. დაუსვით კითხვები ლექტორებს, კურსელებსა და მშობლებს, ყველა კარგმა სტუდენტმა იცის, როდის იყოს ჩუმად და უსმინოს, ხოლო როდის დასვას შეკითხვები, რომლებიც მას საკითხის სიღრმეების შესწავლაში დაეხმარება.
7. შეცდომის გაანალიზება – სტუდენტების უმეტესობა დაბალი შეფასების მიღების შემდეგ იმაზე იწყებს ფიქრს, შეუძლია თუ არა მას ამ შედეგის გასაჩივრება და ლექტორის მიერ დაშვებული შეცდომის პოვნა. წარმატებული სტუდენტები საკუთარ შეცდომებს უღრმავდებიან, იკვლევენ მიზეზებს, პოულობენ და შემდეგი გამოცდისთვის გაუმჯობესებული შედეგი გარანტირებული აქვთ.
8. გარემოს შერჩევა – წარმატებული ადამიანები ტრიალებენ განსხვავებულ, საჭირო და საინტერესო გარემოში. არაერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს შენ გარშემო მყოფი ადამიანები შენ განვითარებაზე. ეცადეთ იტრიალოთ ისეთ წრეში, რომელიც მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.