საინვესტიციო კომპანია “Helix nebula capital” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
- კორესპონდენციის მართვა.
- ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
- შედარების გაკეთება პარტნიორ ორგანიზაციებთან.
- ინვოისების, ანგარიშფაქტურების შემოწმება, პროგრამაში დამატება
- ზედნადებების გამოწერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ბუღალტრული პროგრამის FINA ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება.
- უმაღლესი განათლება ბიზნესი/ფინანსების განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- მოწესრიგებული
- თავდაჯერებული;
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური, მოწესრიგებული.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ – 19:00 სთ) ორშაბათი-პარასკევი
- შესვენება 1 საათი
- გამოსაცდელი ვადა ერთი თვე (ანაზღაურებადი 300 ლარი)
- ფიქსირებული ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის შემდეგ 500 ლარი
- კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 28 ივნისი.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” აცხადებს გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას თბილისში.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
- მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
- სამუშო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
- სასურველია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი, 2018 წელი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს.
“კრედო ბანკი” ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ რუსთავში არსებულ ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
- პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.
გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
- კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
- განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
- მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
- კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
- კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
- კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
- საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
- კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.
რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობისა გრძნობა;
- გუნდურობა;
- პროაქტიულობა.
თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება – განვადების ოფიცერი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივნისი.