“ქართული კრედიტი” აცხადებს საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.
სტაჟირება განკუთვნილია აქტიური სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, მათთვის ვისაც სურთ გამოიყენონ საზაფხულო დასვენება სამუშაო გამოცდილების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით.
სტაჟირების შემდეგ გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
ჩვენ ვეძებთ:
- ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის დაწყებითა და განვითარებით;
- მას, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
- მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
- საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს;
- მეგობრულ გარემოს;
- დასაქმების შესაძლებლობას სტაჟირების შემდეგ.
პოზიციის პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა 2-დან 3 თვემდე;
- ანაზღაურება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
- სამუშაო გრაფიკი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივლისისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ადგილმდებარეობა: თბილისი (საბურთალოს, დიდუბის, ვარკეთილისა და გლდანის ფილიალები)
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 28 ივნისი, 2018 წელი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.