ფასდაკლებები სტუდენტებისთვის – რაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი ფასებით

საინტერესო ფაქტები

დღეს საქართველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას სტუდენტებს ფასდაკლებით სთავაზობენ, თუმცა ამის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის. აღნიშნული ფასდაკლებების მიღებაში კი სტუდენტური ბარათი დაგეხმარებათ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ბარათის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კერძო კომპანიებში. მაგალითად, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა) ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, ასევე კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას და კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში. სტუდენტური ბარათი ასევე მოქმედებს კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებში და კომპანიებში.

სტუდენტური ბარათის აღება სტუდენტებს შეუძლიათ იუსტიციის სახლში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ: ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ბაკალავრიატი / დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა); გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (მაგისტრატურა); დ) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (დოქტორანტურა)

თუ გაქვთ სტუდენტური ბარათი, ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ თითოეულ ბმულს და იხილეთ სად და რა მომსახურებაზე შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებები:

1. ინტერნეტი, ტექნიკა და მობილური ოპერატორები;

2. ტრანსპორტი და მოგზაურობა;

3. სილამაზე;

4. წიგნები

5. შოპინგი

6. რესტორნები, კაფე-ბარები

7. სპორტი

8. განათლება

9. ჯანმრთელობა

10. კინო, თეატრი, მუზეუმი

11. გართობა

12. სხვადასხვა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები