სს “ტერაბანკი” აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის კურსდამთავრებული/სტუდენტი
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- გაყიდვების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სხარტი აზროვნება
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომპიუტერული უნარები – MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, PowerPoint.
უპირატესობა მიენიჭებათ გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 1 ივნისის 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნოთ CV მისამართზე: [email protected]
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სასტუმრო “ციტადელ ნარიყალა”, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, ზუსტად ნარიყალას აღმართზე, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
ანაზღაურება 500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. ბოლო ვადაა 2018 წლის 18 ივნისი.
“ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი გადამისამართება ან მომსახურება
- რიგის ნომრის მინიჭება
- რიგის განტვირთვის მონიტორინგი
- გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
- ბანკის მომხმარებლებისთვის კონკრეტული საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა დადგენილი წესებისა და ფორმატის გათვალისწინებით
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
- ახალი კლიენტების მოზიდვა
- მომხმარებლის ინფორმირება სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
- არსებულ საბანკო პროგრამაში მუშაობა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
- რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
- გაყიდვების უნარის მქონე
- თავაზიანი და აქტიური
- ეფექტური კომუნკაციისა და მომსახურების უნარის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 3 ივნისისა შეავსოთ განაცხადის ფორმა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03.06.2018