სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე

განათლება

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • CV

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები