31 მაისიდან თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

ივენთი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეოცედ იმართება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს-ქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე
დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია. ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 31 მაისს 13:00-ზე მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე გაიმართება. უკვე ცნობილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის საპატიო სტუმრების ვინაობაც. გამომცემლობა „ინტელექტის“ (Intelekti Publishing) ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამ“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და “გამომცემლობა პალიტრა L” (Palitra L Publishing) ქართველ წიგნის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი თინეიჯერებს სიურპრიზსაც უმზადებს, ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს კიდევ ერთი სიახლით წარდგება დამთვალიერებლის წინაშე. სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებს კინოსა და თეატრის 23 ქართველი მსახიობი უმასპინძლებს, წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.

წარმოგიდგენთ წლევანდელ ფესტივალში მონაწილე გამომცემლების, გამავრცელებლების, წიგნის მაღაზიების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო, საჯარო და სხვა ორგანიზაციების სიას:

აქსოლოტლი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბიბლუსი კო
ბუქკაფე
ბუქმანია
გამომცემლობა აგორა
გამომცემლობა ალეფი/Alephi
გამომცემლობა არეტე
გამომცემლობა არტანუჯი
გამომცემლობა ბაკმი
გამომცემლობა დიოგენე
გამომცემლობა ზებრა გრუპ
გამომცემლობა ინდიგო
გამომცემლობა ინტელექტი
გამომცემლობა კლიო
გამომცემლობა მერიდიანი
გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა პედაგოგიკა
გამომცემლობა პოეზია – poezia
გამომცემლობა რემედას
გამომცემლობა საქწიგნი
გამომცემლობა სეზანი
გამომცემლობა სიესტა
გამომცემლობა შემეცნება
გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გამომცემლობა წიგნი+ერი
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გოეთეს ინსტიტუტი
ეი.ემ.ეი.ჯი
ელფის გამომცემლობა
თსუ გამომცემლობა – თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი Scripta Manent
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და
ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, პროგრამა „ლოგოსი“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ინგლისური წიგნი საქართველოში/English Book in Georgia
ირინა დენეიკინა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
კოსმო ხელნაკეთი აქსესუარები
ლიკო + გამომცემლობა ქართული
ლოგოსი
მაღაზია საწყობი ოლმა
პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი
საქართველოში
პეპელა
პრემიერი 2015
რეშენალ სოლუშენსი
სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
საერთაშორისო სახლი
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოვლაბი
სუფთა წყალი
ფლაი ფორვარდი
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
ქარჩხაძის გამომცემლობა
შაქრო ბაბუა
წიგნები ვაკეში
წიგნის მაღაზია ერუდიტი
ჯონ ვრეპი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ფილიალი
China National Publications Import & Export (Group) Corporation
Frankfurter Buchmesse

ფესტივალის მთავარ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. სპეციალური პროგრამა გელოდებათ ფესტივალის საბავშვო, VI პავილიონში.

ღონისძიებების ზუსტი განრიგი წიგნის მოყვარულებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თბილისის მერია. ღონისძიების მედიაპარტნიორია ტელეკომპანია „იმედი”.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები