რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან საქართველოს სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ ანა ზაქარაშვილი: “ტანსაცმელს ძირითადად ქუთაისში, მაღაზიებში ვყიდულობ.”
❥ ბელა ნიშნიანიძე: “არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, ყველგან ვიძენ თუ მომწონს.”
❥ ლელა ნიშნიანიძე: “ქუთაისშიც ვშოპინგობ და თბილისშიც.”
❥ ვარუნ მოჰანი: “სამოსს ჩემს ქალაქში, დუბაიში ვიძენ ხოლმე.”
❥ მარი კომახიძე: “ჩემი საყვარელი მაღაზიებია: კოტონი, ჰ&მ, ბერშკა.”
❥ ანი ბურდილაძე: “ხან სად დავდივარ ხან სად, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.”
❥ ხატია ჯანაძე: “მაღაზიებში დავდივარ, უმეტესად თბილისი მოლში.”
❥ ანდრო სანიკიძე: “მომწონს ბერშკა და პულ ენდ ბეარ.”
❥ პაკო ლაღაძიშვილი: “ძირითადად, მაინც მაღაზიებში ვყიდულობ ტანსაცმელს.”
❥ ნიკა ნაროზაშვილი: “უმეტესად ტერანოვასა და ვაიკიკში ვარჩევ სამოსს.”
❥ ლელა გულბანი: “ძირითადად, ბარსელონაში ვშოპინგობ, მიყვარს ზარა, ბერშკა, სტრადივარიუსი, მასიმო დუტი.”
ავტორი: ნათია ზარიძე