ანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

“რომპეტროლ საქართველო” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რომპეტროლ საქართველოს სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 9:00-18:00, პარასკევი 9:00-16:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატი მიიღებს სამუშაო შეთავაზებას რომპეტროლ საქართველოსაგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
რუსული და/ან ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დამარწმუნებელი, არგუმენტირებული მეტყველების უნარი;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.

თუ გაქვთ სურვილი შეიძინოთ გამოცდილება და შეიქმნათ კარიერა გაყიდვების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიაში და აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ივნისისა და სათაურის ველში – “Subject” მიუთითეთ – “intern’’ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სს „m2 უძრავი ქონება“ აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით.

მოვალეობები:

მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერიის ან არიქტექტურის სტუდენტი);
აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad) პროგრამების ცოდნა,
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
ემოციონალური გაწონასწორებულობა.

სპორტული აქტივობით დაინტერესება ჩაითველბა უპირატესად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] 2018 წლის 25 მაისს (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსისს დასახელება).

ანაზღაურებადი სტაჟირება “პალიტრა მედია ჰოლდინგი”-ს სარეკლამო დეპარტამენტში.

მოვალეობები:

გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
მოხმარებლებისთვის  სიახლეების გაცნობა.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
განვითარებაზე ორიენტირებულობა;
გამართული მეტყველების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.#49

განცხადების შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივნისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები