სტაჟირება სტუდენტებისთვის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში

დასაქმება

სტაჟიორი სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე გორის იუსტიციის სახლში.

ორგანიზაცია: სსიპ – იუსტიციის სახლი
კატეგორია: სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა: 16.05.2018
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა: 3
სამსახურის ადგილმდებარეობა: გორი

ფუნქციები:

  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
  • მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
  • მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
  • მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;
  • მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: სტუდენტი
ენა: ქართული – წერითი უნარები და მეტყველება C1 დონეზე.

დეტალური ინფორმაცია სტაჟირების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

კომპანია „Amtse Group“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას.

ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: ანაზღაურებადი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 (სტუდენტებზე მორგებული)

დაინტერესებული კანდიდატები სასურველია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა (Social Media, SEO, Email marketing, Online PR);
  • WordPress-ზე მუშაობის გამოცდილება და კონტენტის მართვის ბაზისური უნარ-ჩვევები;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგული პროექტების თანაორგანიზება, განხორციელება, მონიტორინგი;
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელში;
  • ვებგვერდის კონტენტის შევსება, მართვა და განვითარება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: amtse.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით“. ბოლო ვადა 2018 წლის 6 ივნისი.

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას.

პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი: სტაჟირება
ორგანიზაცია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
განცხადების ბოლო ვადა: 16.05.2018
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები