ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის

დასაქმება

UGT აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

ხელშეკრულების რეესტრების წარმოება იურიდიული და ფინანსური დეპარტამენტებისთვის;
წერილების მომზადება;
ხელშეკრულების მომზადება;
ურთიერთობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი.

სხვა მოთხოვნები

ანალიტიკური აზროვნება;
კომუნიკაბელობა;
ჯგუფში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
საზრიანობა და მოხერხებულობა;
ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: hr@ugt.ge სათაურის ველში მიუთითეთ „იურისტის თანაშემწე“

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 09.05.2018.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

საგანმანათლებლო ცენტრი “Free Academy” აცხადებს ინგლისური ენის პედაგოგის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
სასკოლო, ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება
მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
მუდმივი პროფესიული განვითარება.
ბავშვების დასწრების აღრიცხვა

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება სპეციალობაში. სასურველია მაგისტრის ხარისხით/სტუდენტი
სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი;
თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

საჭირო საბუთები:

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
რეზიუმე (CV);
მოტივაციის წერილი.

პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე
მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.

გაცნობებთ რომ, რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს , რომ მისი პირადი მონაცემები შეინახება ,,თავისუფალი აკადემი”-ის პერსონალური მონაცემების ბაზაში 1წლის განმავლობაში, კანონმდებლობის დაცვით, თუ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ იქნება თქვენი მითითება გამოგზავნილ წერილში.

დაინტერესებულმა პირებმა,გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : freeacademyrecruiting@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.06.2018

ქართულ-გერმანული კომპანია „Aspria Fitness“ აცხადებს ვაკანსიებს ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ფიტნეს მწვრთნელის სერტფიკატი
ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
სავარჯიშო პროგრამის შედგენა , კონსულტაციის გაწევა

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა
სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

სასიამოვნო გარეგნობის გოგონა და ბიჭი
სასურველია არამწეველი.
მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა მწვრთნელის სამუშაოები;

ანაზღაურება შეთანხმებით

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

სამუშაო საათები: 09:00 – 16:00 დილის ცვლა; 16:00 – 23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე). ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე : hr@aspria.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2018

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები