რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან საქართველოს სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ ანა გუდაძე: “ჩვეულებრივი, სპორტული სტილი მაქვს. მაღალ ქუსლებზე საერთოდ ვერ დავდივარ. ტანსაცმელს, ძირითადად, ქუთაისში ვყიდულობ. თუმცა ზოგჯერ გამომიწერია კიდეც, მაგრამ ყველა საიტს არ ვენდობი და მხოლოდ რამდენიმე ცნობილი საიტიდან ვიწერ.”
❥ ვილი თუთაშვილი: “ორივე სტილი მაქვს, სპორტულიც და კლასიკურიც, თუმცა, სამსახურიდან გამომდინარე, უპირატესობას კლასიკურს ვანიჭებ. ტანსაცმელს, ძირითადად, თბილისიში ვყიდულობ, იშვიათად გამომიწერია ინტერნეტიდანაც.”
❥ მარიამ ბანძელაძე: “ძირითადად, კლასიკური ჩაცმულობა მიყვარს. ასე მგონია, რომ ჩემი სტილია. ზოგჯერ უცხოეთიდან მიგზავნიან, ხანდახან ქუთაისშიც ვყიდულობ ტანსაცმელს. ინტერნეტიდანაც ბევრჯერ გამომიწერია და კმაყოფილი ვარ, რადგან ყოველთვის ემთხვევა ზომები, როდესაც ტანსაცმელი ადგილზე ჩამოდის.”
❥ ომარ ფხაკაძე: “ყველანაირი სტილი მაქვს, სპორტულიც და კლასიკურიც, გააჩნია რა ხასიათზე ვარ. ტანსაცმელს სულ ქუთაისში ვყიდულობ. არასოდეს გამომიწერია ინტერნეტიდან და არც მეორეულში მიყიდია რაიმე.”
❥ ანა კუხიანიძე: “თავისუფალი ჩაცმის სტილი მაქვს, ძალიან მომწონს ჯინსები, ბოტასები და ცოტა სრული მაისური. ქუთაისში არ ვყიდულობ ხოლმე, უფრო თბილისში ან უცხოეთიდან მიგზავნიან. მეორეული ტანისამოსი არაოსდეს მიყიდია და არც გამომიწერია. ალბათ, არ დამჭირვებია და იმიტომ.”
❥ ზურაბ წიტაიშვილი: “ვირჩევ როგორც სპორტულ სტილს, ასევე კლასიკურსაც, გააჩნია სად მივდივარ. ტანსაცმელს უცხოეთში ვყიდულობ, გერმანიაში, რადგან იქ ვცხოვრობ. თუმცა თუ ტასაცმელი მომწონს, ქუთაისშიც მიყიდია ხოლმე. ინტერნეტითაც გამომიწერია, უარს არ ვამბობ. მეორეული კი არასოდეს.”
❥ კოტე ლექვინაძე: “ძირითადად, კლასიკური სტილი მაქვს, მაგრამ თანამედროვე და სპორტულ სტილზეც უარს არ ვამბობ. მეტწილად, ვცდილობ პოპულარულ ადგილებში ვიყიდო ტანსაცმელი, მაგრამ მეორეულშიც მიყიდია ზოგჯერ. ეს არ მიქმნის კომპლექსს, რადგან მიმაჩნია, რომ უფრო გამძლე ტანისამოსის შერჩევა შეიძლება. ინეტრნეტითაც გამომიწერია ხოლმე.”
❥ მირზა გოქაძე: “სპორტული ჩაცმის სტილი მაქვს. ტანსაცმელს უმეტესად თურქეთში ან ქუთაისში ვყიდულობ. ინტერნეტით გამომიწერია რამდენჯერმე, მაგრამ მეორეულში არასოდეს მიყიდია.”
იხილეთ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების “სტუდენტური სტილი”
ავტორი: დეა მანაგაძე