სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები აშშ-ში 2018-2019 სასწავლო წლისთვის

განათლება

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2018-19 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  • განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო პროგრამა;
  • განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  • განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
  • განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
  • სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
  • მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

განცხადების შევსების პროცესი: პირებმა, რომლებსაც სურთ განაცხადის გაკეთება, უნდა დააკმაყოფილონ ზემოთ მითითებული კრიტერიუმები და უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი.

დამატებთი ინფორმაცია სავალდებულო მოთხოვნებისა და ჩასაბარებელი სტანდარტული ტესტების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი აგვისტო, 18:00 საათი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ამერიკის საელჩოს საქართველოში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები